შეხვედრა ვაჩნაძიანისა და კალაურის მოსახლეობასთან
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი სოფელ ვაჩნაძიანისა და კალაურის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის თემა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებთან ერთად, ვაქცინაცია იყო. მოსახლეობა ძირითადად სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებას და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას ითხოვს. მერმა სოფლის ამბულატორიებში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესიც მოინახულა და მოსახლეობას აცრის აუცილებლობაზე ესაუბრა.
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ამბულატორიაში მიმდინარეობს.
#მერიახალხისსამსახურში