ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ შაშიანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1 დეკემბერი, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში, ე.წ დოყიანთ უბნის გზის მოასფალტება მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 400 მეტრამდე სიგრძის გზას, მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი და ეზოებში შესასვლელები.

საგზაო სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ფენიქსმა” შეასრულა.

სოფელ შაშიანის საუბნო გზის რეაბილიტაციაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 271 643 ლარი დაიხარჯა.

გააზიარე