გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაქცინაცია აქტიურად გრძელდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია აქტიურად გრძელდება.
მსურველებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება ყველა სოფლის ამბულატორიაში შეუძლიათ, რომლის ექიმებმაც შესაბამისი გადამზადება უკვე გაიარეს.
მასობრივი ვაქცინაციის მარათონი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში 17 ნოემბერს დაიწყო და დღეის მდგომარეობით 500-ზე მეტი მოქალაქის ვაქცინაცია განხორციელდა.
ვაქცინაციის მარათონი გურჯაანში დაავადებათა კონტროლის ცენტრის მობილური ჯგუფების უშუალო ჩართულობით, სამედიცინო ცენტრის “კახეთი იონის” და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.