ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში გურჯაანში მორიგი შეხვედრა გაიმართა

20 ნოემბერი, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა

მორიგი საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

შეხვედრებს საჯარო სკოლის პედაგოგები, საგანმანათლებრო რესურსცენტრის წარმომადგენლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპების თანამშრომლები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად ადგილზე მსურველთა ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობდა.

გააზიარე