ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

12 ნოემბერი, 2021

ქალაქ გურჯაანში ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი თაქთაქიშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი უძღვებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ეროვნული ცენტრის მიერ დაწყებული მარათონის ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები და საინფორმაციო კამპანიის გაფართოება იგეგმება.
ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, შერჩეულია ორი მუნიციპალიტეტი: გურჯაანი და ოზურგეთი.
"ჩემთვის სასიხარულოა, რომ ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, საპილოტედ შერჩეულ ორ მუნიციპალიტეტს შორის, ერთი გურჯაანია. მარათონი მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებსა და საინფორმაციო კამპანიას გულისხმობს, რომელშიც პირადად ჩავერთვები. ვფიქრობ, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი და ხსნა დღეს შექმნილ ვითარებაში. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ კოვიდი არის მომაკვდინებელი სენი და მისგან გადარჩენის ერთადერთი საშუალება არის ვაქცინა," - აღნიშნა ზურაბ უტიაშვილმა.

დაგეგმილი კამპანიის მიზანი დეკემბრის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციაა.

საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივი ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლები, სოფლებში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და სხვა დაინტერებული პირები ესწრებოდნენ.

გააზიარე