ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ 1950 აღსაზრედელის ოჯახისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო.

22 სექტემბერი, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ 1950 აღსაზრედელის ოჯახისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო.

 სასურსათე კალათები 10 საკვებ პროდუქტს მოიცავს, რომელიც საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე, კოვიდ-რეგულაციების დაცვით გაიცემა.

 პროდუქტის გაცემის გადაწყვეტილება, გაერთიანებამ საზაფხულო არდადეგების 1 თვით გახანგრძლივების გამო მიიღო.

 როგორც იცით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ საკვები პროდუქტი აღსაზრდელების ოჯახებს, პანდემიის გამო შეწყვეტილი სასწავლო პროცესის გამო გასულ წელსაც გადასცა.

გააზიარე