ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროსთან

18 სექტემბერი, 2021

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 იუსტიციის სამინისტრომ არასაპატიმრო სასჯელის ეფექტიანი აღსრულების მიზნით ახალი მიდგომა დანერგა. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სამსახურებში, სკვერებსა და ბაღებში დასაქმდებიან.

 მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ანა კუტიბაშვილმა მოაწერს.

 იუსტიციის სამინისტროს ახლებური მიდგომის შედეგად, მსჯავრდებულები ერთის მხრივ საკუთარ წვლილს შეიტანენ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოების წინაშე მიყენებულ ზიანს აანაზღაურებენ.

გააზიარე