ზიარი-გურჯაანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება.
ზიარი-გურჯაანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება.
სამუშაოებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აფინანსებს. პროექტის ფარგლებში კეთდება გზის 7 კმ - იანი მონაკვეთი და მეწყერსაშიშ ადგილებზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის ღირებულება 4 მლნ ლარია.
აღსანიშნავია, რომ გზის რეაბილიტაცია, რომელიც 10 სოფელს ქალაქ გურჯაანთან აკავშირებს, გადაადგილების მანძილს 12 კმ - ით ამცირებს.