ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

კალაურში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

17 აგვისტო, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში სასაფლაოსკენ მიმავალი გზის (ე.წ რეზერვუარების უბნის) რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “იბერი”, სანიაღვრე არხის მოწყობას ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში აღნიშნულ გზასთან ერთად, მიმდებარე ჩიხის რეაბილიტაციაც განხორციელდება.

სამუშაოებზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 364 755 ლარი დაიხარჯება

გააზიარე