ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის ტექნოპარკში “გურჯაანიtalks”პირველი პრეზენტაცია გაიმართა

6 ივლისი, 2021

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და გურჯაანის ტექნოპარკის ერთობლივი პროექტის “გურჯაანიtalks” პირველი პრეზენტაციები გაიმართა.

საგანმათლებლო პროექტის პირველ დღეს პრეზენტაციები გამართეს ანდრო დგებუაძემ, გიორგი პოპიაშვილმა და მამუკა აფაქიძემ.

ანდრო დგებუაძის საპრეზენტაციო თემა იყო “შენ ხარ ღმერთი, უბრალოდ ამას უნდა მიხვდე“;

მამუკა აფაქიძემ თანამედროვე ელექტრონიკის გავლენაზე ისაუბრა;

გიორგი პოპიაშვილის თემა იყო “თვითგანვითარება, კრეატივი და მარკეტინგი”;

 საგანმანათლებლო პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში შესაძლებლობების აღმოჩენას, არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას თანამედროვე ტექნოლოგიებით, ინოვაციითა და სტარტაპების შექმნით. პროექტი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი დაესწრო.

პრეზენტაციების შემდეგ ახალგაზრდებსა და გამომსვლელებს შორის კითხვა-პასუხი გაიმართა.

გააზიარე