ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

10 ივნისი, 2021

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი 15,5 კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

ამ დროისთვის მშენებლობა უკვე დასრულებულია 13 კმ-იან მონაკვეთზე, ხოლო დარჩენილ 2.5 კმ-იან ნაწილზე სახიდე გადასასვლელის, ხელოვნური ნაგებობებისა და ასფლატ-ბეტონის საფარის საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს.

შემოვლითი გზა განტვირთავს მოძრაობას და ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, სოფელი გურჯაანი, ვეჯინი და ჩუმლაყი. შესაბამისად, განახევრდება მგზავრობის დროც.

მიმდინარე სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი გაეცნენ.

გააზიარე