ველისციხეში ებრაული წარწერებით შესრულებული საფლავის ქვებია აღმოჩენილი
სოფელ ველისციხეში ებრაული წარწერებით შესრულებული საფლავის ქვებია აღმოჩენილი, რომლებიც მე-18 მე -20 საუკუნეებით თარიღდება.
ამ აღმოჩენით სოფელი ველისციხე კახეთის რეგიონის ებრაელთა პირველი კულტურული მარშრუტის წერტილი გახდება.
ყოფილი ებრაული სასაფლაოს ტერიტორია ისრაელის სახელმწიფოს ელჩმა რან გიდორმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მოინახულეს, სადაც დაიდგა ბანერი, რომელიც მნახველებს ადგილის მნიშვნელობაზე მიანიშნებს.
აღნიშნული ტერიტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა დაასუფთავეს.