ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

3 ივნისი, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ლაშა შალამბერიძემ აუდიტორიას იმ პროექტების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მათ შორის, აგრარული წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება და იგეგმება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აგროდაზღვევის პროექტსა და მის მნიშვნელობაზე, ასევე რთველი 2021-ის ორგანიზაციულ საკითხებსა და ახალ რეგულაციებზე.

შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგჭკორი, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის გურჯაანის სამმართველოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე