დღის ცენტრის „ლაიფ-ლაინის“, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გუნდებს შორის ჭადრაკში გუნდური შეჯიბრი გაიმართა
დღეს, ნანა იოსელიანისა და გია გიორგაძის სახელობის გურჯაანის საჭადრაკო კლუბში, დღის ცენტრის „ლაიფ-ლაინის“, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გუნდებს შორის ჭადრაკში გუნდური შეჯიბრი გაიმართა.
ტურნირი ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილე სამივე გუნდის წევრები მედლებით დაჯილდოვდნენ.
შშმ პირთა ფიზიკური აქტივობა და ბავშვთა თანამონაწილეობის ხელშეწყობის პროექტს, ევროკავშირის დაფინანსებით, დღის ცენტრი "ლაიფ ლაინი" ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, სპორტული აქტივობები ასევე დაგეგმილია მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში.