მერიაში მუნიციპალური სერვისების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების თვითშეფასების ანგარიშის განხილვა მოეწყო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალური სერვისების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების თვითშეფასების ანგარიშის განხილვა მოეწყო.
შეხვედრას მერიაში შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე - თეიმურაზ ზავრაშვილი, სამუშაო ჯგუფის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები რეგიონიდან საზოგადოების განვითარებისთვის" ხელმძღვანელი მარიეტა კაკიაშვილი-რუაძე და მოწვეული ექსპერტი ნიკა ხარებავა ესწრებოდნენ.
პროექტი ხორციელდება, "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) მიერ, პარტნიორ ორგანიზაციასთან, კახეთის მედია ცენტრთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კი ორგანიზაცია "ქალები რეგიონიდან საზოგადოების განვითარებისთვის, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ პროექტის „მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი“ (MUSCAT) ფარგლებში.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმას, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას კახეთის რეგიონში და შექმნას საფუძველი მაღალი ხარისხის, ყველასთვის ხელმისაწვდომი და კარგად ადმინისტრირებული მუნიციპალური სერვისების მიწოდებისთვის.