გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ძლიერი წვიმის შედეგად, დაზიანებული შიდა საუბნო და სავარგულების გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ძლიერი წვიმის შედეგად, დაზიანებული შიდა საუბნო და სავარგულების გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს.
ამ დროისთვის გზების გაწმენდა ხუთ სოფელში: ჭანდარში, ძირკოკში, ვეჯინში, კოლაგსა და სოფელ გურჯაანში მიმდინარეობს.
სავარგულებისა და შიდა საუბნო გზების გაწმენდის სამუშაოებს ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისის თანამშრომლები, 24 საათიან რეჟიმში, შესაბამისი ტექნიკის საშუალებით ახორციელებენ.