ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

კლინიკა „ოფთალმიჯთან" მემორანდუმი გაფორმდა - 25 აპრილი

26 April, 2021

გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯს“ და გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდს შორის უთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინეული კატარაქტის ოპერაციების ადგილზე ჩაატარებას ითვალისწინებს, რომელიც „ოფთალმიჯის“ მობილური კლინიკის გამოყენებით იქნება შესაძლებელი.

გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდი კი ოპერაციის ნარჩენი ღირებულების 50%-ს აანაზღაურებს. ამასთანავე, პაციენტები, ფონდის დახმარებით, ოპერაციის შემდგომ საჭირო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და კლინიკა "ოფთალმიჯის" ხელმძღვანელმა გიორგი ჯავრიშვილმა მოაწერეს. ხელმოწერის ღონისძიება კურორტ "ახტალას" ტერიტორიაზე გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მემორანდუმის გაფორმების პარალელურად "ოფთალმიჯის" ექიმებმა ადგილობრივებს თვალის უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს.

გააზიარე