ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

 სოფელ შაშიანში წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დასრულდა და მალე ჩაირთვება

16 მარტი, 2021

 სოფელ შაშიანში წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დასრულდა და მალე ჩაირთვება.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ჭაბურღილი, წყალმომარაგების ქსელი და დამონტაჟდა რეზერვუარები. ახალი ჭაბურღილი ე.წ. რცხილაძეების უბანში გაკეთდა, საიდანაც წყლით 70 ოჯახზე მეტი მომარაგდება.

სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა, შპს " ჰიდროგეომ" შეასრულა.

ახალი ჭაბურღილის მშენებლობა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, დაფინანსდა, რისთვისაც 240 000 ლარამდე დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 2020 წელს, სოფლების წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის, 20 - მდე ჭაბურღილის და წყალმომარაგების ქსელის მოწყობის პროექტი დაფინანსდა.

 

გააზიარე