ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

 სოფელ მუკუზანში საჯარო სკოლის გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

11 მარტი, 2021

 სოფელ მუკუზანში საჯარო სკოლის გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. შესრულებულ სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი თანამშრომლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

 პროექტის ფარგლებში მოასფალტდა 1 100 მეტრამდე სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და მოეწყო
რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი. ამ ეტაპზე, ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს.

 საგზაო სამუშაოებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს "ფენიქსი " ასრულებს.

 გზის რეაბილიტაციაზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 530 000 ლარზე მეტი იხარჯება.

 

გააზიარე