გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2020 წელს, მრავალშვილიანების დახმარების პროგრამით 169 ბენეფიციარს გაუწია დახმარება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2020 წელს, მრავალშვილიანების დახმარების პროგრამით 169 ბენეფიციარს გაუწია დახმარება, რისთვისაც ჯამში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 248 300 ლარი გაიცა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მრავალშვილიანთა დახმარების პროგრამა მეოთხე და მომდევნო შვილზე (18 წლამდე) ყოველთვიურ ფულად დახმარებას გულისხმობს.