სოფელ დარჩეთში წყლის ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ დარჩეთში წყლის ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული, შპს " სასწორი" ასრულებს.
ახალი ჭაბურღილის მშენებლობა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით,127 366 ლარით ფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 2020 წელს, 20 - მდე ჭაბურღილის და წყალმომარაგების ქსელის მოწყობის პროექტი დაფინანსდა.