გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 23 135 522 ლარს შეადგენს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 23 135 522 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისთვის განსაზღვრულია - 10 175 345 ლარი;
დასუფთავება, გარემოს დაცვისთვის - 1 370 000 ლარი;
განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის მხარდაჭერისთვის - 5 229 000 ლარი;
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის - 1 875 500 ლარი;
აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში, მთავრობის განკარგულებების შესაბამისად, ეტაპობრივად ხდება მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი თანხის გამოყოფა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.