2020 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 17 ახალი ჭაბურღილი მოეწყო
2020 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 17 ახალი ჭაბურღილი მოეწყო, 11 სოფელში რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ წყალმომარაგების ქსელებს და დაემატა წყლის რეზერვუარები, რისთვისაც ჯამში, 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
წყლის ახალი ჭაბურღილი და წყალმომარაგების ქსელი მოეწყო შემდეგ სოფლებში:
ბაკურციხე (ორი);
ზეგაანი;
კარდენახი;
ჩალაუბანი;
ქოდალო;
მელაანი;
ზემო კაჭრეთი;
ახაშენი;
შაშიანი;
ველისციხე;
კოლაგი;
ჭანდარი;
დარჩეთი;
ვაზისუბანი;
კაჭრეთი;
ვეჯინი;
შეგახსენებთ, რომ სოფელ კარდენახიდან სოფელ გურჯაანის ჩათვლით, 7 სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგების საპროექტო სამუშაოებზე, საქართველოს გაერთიანებულმა წყლების კომპანიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.