სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - სოფელ მუკუზანი - 16 თებერვალი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ მუკუზანში გაიმართა.
შეხვედრაზე, მუკუზნელებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფლის საჭიროებებზე ისაუბრეს და პროგრამით გათვალისწინებული თანხით განსახორციელებელი პრიორიტეტები შეარჩიეს.
ადგილობრივების გადაწყვეტილებით, პროგრამით გათვალისწინებული 16 000 ლარით, მუკუზანში მოეწყობა სკვერი და მოიხრეშება შიდა საუბნო გზები.