ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ ჩუმლაყში მე-8 ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს

12 თებერვალი, 2021

სოფელ ჩუმლაყში, მე-8 შიდა საუბნო გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია უტარდება 675 მეტრი სიგრძის გზას, ეწყობა სანიაღვრე არხი და ეზოებში შესასვლელები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული, ამხანაგობა "გზამშენი 15" ასრულებს.

 

გააზიარე