სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - ბაკურციხე -11 თებერვალი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები გრძელდება.
ამჯერად, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს სოფელ ბაკურციხეში. ადგილობრივებმა საერთო კრებაზე პრიორიტეტებად წყლის სისტემის რეაბილიტაცია და
გარე განათების მოწყობა დაასახელეს.
მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, სოფელ ბაკურციხისთვის 20 000 ლარია გამოყოფილი.
სოფლის საერთო კრებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოსახლეობასთან შეხვედრა ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით გაიმართა.