ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - კარდენახი - 10 თებერვალი

10 თებერვალი, 2021

 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი შეხვედრა მოსახლეობასთან ამჯერად სოფელ კარდენახში შედგა.

 სოფლის საერთო კრებაზე, კარდენახელებმა გარე განათების მოწყობა და საბავშვო ბაღისთვის, ეზოს ინვენტარის შეძენა გადაწყვიტეს.

 2021 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, კარდენახისთვის, გასული წლის მსგავსად, 20 000 ლარია გამოყოფილი.

 მოსახლეობასთან შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე