ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - ვეჯინი - 10 თებერვალი

11 თებერვალი, 2021

 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა სოფელ ვეჯინში გაიმართა. შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

ადგილობრივებმა საერთო კრებაზე სოფლის საჭიროებებზე და პრიორიტეტებზე იმსჯელეს, საიდანაც ერთი საკითხი შეარჩიეს. მათი გადაწყვეტილებით, წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სტადიონის მიმდებარედ სკვერი მოეწყობა.

2021 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ვეჯინისთვის გამოყოფილი 20 000 ლარი სწორედ მათ მიერ შერჩეული პროექტის განხორციელებას მოხმარდება.


 

გააზიარე