სოფლის მხარდაჭერის პროგრამა-ახაშენი-9თებერვალი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა სოფელ ახაშენში.
საერთო კრებაზე, ადგილობრივებმა პრიორიტეტად გარე განათების მოწყობა და "პაპროაანთ" უბანში სანიაღვრე არხის მოწესრიგება დაასახელეს.
2021 წელს,"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" სოფელ ახაშნისთვის 20 000 ლარია გამოყოფილი.
სოფლის კრება, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით გაიმართა.