სოფლის მხარდაჭერის პროგრამა-კახიფარი- 9 თებერვალი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ ვაჩნაძიანში გაიმართა.
სოფლის საერთო კრებაზე, ადგილობრივებმა პრიორიტეტად სოფლის სკვერის კეთილმოწყობა და საბავშვო ატრაქციონებით აღჭურვა დაასახელეს.
2021 წელს,"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" სოფელ ვაჩნაძიანისთვის 20 000 ლარია გამოყოფილი.
სოფლის კრება, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით გაიმართა.