სოფელ ჭანდარში წყლის ჭაბურღილის და წყალმომარაგების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს
სოფელ ჭანდარში წყლის ჭაბურღილის და წყალმომარაგების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, ასევე დამონტაჟდა რეზერვუარები.
სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული, შპს " ჰიდროგეო" ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 2020 წელს, 20 - მდე ჭაბურღილის და წყალმომარაგების ქსელის მოწყობის პროექტი დაფინანსდა.