გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ აუქციონს
გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
აუქციონს
________________________
აუქციონის დაწყება - დამთავრება 31.12.2020 w. 12:00–08.01.2021წ. 17:00
- პირობიან ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ, დემონტაჟის მიზნით, შენობაზე მიმაგრებული მიწის გარეშე გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაშიარსებული, სოფელ კარდენახში მდებარე შენობა-ნაგებობა (ყოფილი საბავშო ბაღი). შენობის საერთო ფართი 259,4 კვ.მ , მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 1093,0, ს.კ. 51.15.23.286. სადემონტაჟე შენობის საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 4370 (ოთხი ათას სამას სამოცდაათი) ლარი. ,,ბე“ საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 1311 (ათას სამას თერთმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 219 (ორას ცხრამეტი) ლარი.
- ობიექტის აღწერილობა:
შენობა-ნაგებობა ძველია, ნაწილი არის ხის კონსტრუქცია.
პრივატიზება განხორციელდეს შემდეგი პირობით:
- აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს შენობის დემონტაჟი, ტერიტორიის გასუფთავება და მოსწორება;
- განხორციელდეს დემონტაჟი მერიის მიერ გაცემული, დემონტაჟზე მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული პირობების დაცვით - კერძოდ, აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილ იქნას - დემონტაჟის პროექტი ( გეგმები, დემონტაჟის ორგანიზაციის პროექტი გრაფიკით, უსაფრთხოების ნორმების დაცვის პროექტი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შენობის შემოღობვის პროექტი და სადემონტაჟე პერიმეტრზე არსებული კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტი) და დემონტაჟის მოსაკრებელი განაშენიანების ფართის მიხედვით (1 ლარი - 1 კვ.მ -ზე). შენობის განაშენიანების ფართია - 136,7 კვ.მ.
________________________
- ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-ს გადახდა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით სს „ლიბერთი ბანკში“ ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი.
- გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან, 15 კალენდარული დღის ვადაში,აუქციონში გამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
- აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში
უნდა უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა სახაზინო კოდზე - 300503313.
- 30 კალენდარული დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები უქმდება, ხოლო გადახდილი საგარანტიო თანხა - (ბე) უკან აღარ ბრუნდება;
ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 599 85 23 35, ასევე ცხელ ხაზზე - 2 601 601.
გურჯაანის მუნიციპალიტეტი