ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

კულტურის ცენტრმა სოციალურად დაუცველებს სასურსათე კალათები გადასცა

23 დეკემბერი, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მოსახლეობისთვის სასურსათე კალათების გადაცემა დაიწყო.

პანდემიის გამო, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, მიმდინარე წელს საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება. აქედან გამომდინარე, ა(ა)იპ მუნიციპალურმა კულტურის ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, საახალწლო ღონისძიებებისთვის განსაზღვრული თანხით სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, მარტოხელა დედებისთვის/მოხუცებისთვის და შშმ პირებისთვის სასურსათე ნობათები და საახალწლო საჩუქრები გადაეცა.

აღნიშნულ სოციალურ კამპანიაში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ, რისთვისაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მათ მადლობას უხდის.

საახალწლო ნობათები, ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, 220 ოჯახს სამი დღის განმავლობაში გადაეცემა.

გააზიარე