ჩუმლაყში მე-10 საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება
სოფელ ჩუმლაყში მე-10 შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
პროექტის ფარგლებში მოასფალტდა მე-10 ქუჩის და ჩიხის გზის სავალი ნაწილი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.
პროექტი, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული, შპს "გუმბათი" ახორციელებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, სოფელ ჩუმლაყში, ასევე რეაბილიტაცია უტარდება მე-8 შიდა საუბნო გზას.