ჭანდარში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ჭანდარში, "ირანელების" უბნის გზის რეაბლიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 310 მეტრი სიგრძის გზა, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და რკინა-ბეტონის სანიღვრე, რომელიც გადაიხურება ლითონის ცხაურით.
სამუშაოება ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა "გზამშენი 15" ასრულებს.