სოფელ ვეჯინში, "თეფშიაურების" უბნის გზის მოასფალტება მიმდინარეობს.
სოფელ ვეჯინში, "თეფშიაურების" უბნის გზის მოასფალტება მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, მოასფალტდება გზის 1001 მეტრიანი მონაკვეთი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და რკინა-ბეტონის სანიაღვრე, რომელიც გადაიხურება ლითონის ცხაურით. ასევე დაიდგმება საგზაო ნიშნები.
სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 355 757 ლარია, ამხანაგობა "გზამშენი 15" ასრულებს.