ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ გურჯაანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

18 ნოემბერი, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ გურჯაანში კიდევ ერთი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

 სამუშაოების ფარგლებში, ე.წ. ქვემო წითელ უბანში მოასფალტდება შიდა საუბნო გზა, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხი. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე იცვლება წყალმომარაგების საუბნო ქსელიც.

 სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს ..გუმბათი'' ასრულებს. პროექტზე 320 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სოფელ გურჯაანში უკვე რეაბილიტირდა სამი შიდა საუბნო გზა.

გააზიარე