მელაანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ მელაანში, სამების ეკლესიისკენ მიმავალი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2046 მეტრი სიგრძის გზას, მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი, ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.
აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 873 345 ლარით ფინანსდება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გზამშენი 15" ასრულებს.