კაჭრეთში საჯარო სკოლის გზის მოასფალტება მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, საჯარო სკოლისკენ მიმავალი გზის მოასფალტება მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გზის 761 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა და საგზაო ნიშნების დადგმა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა "გზამშენი 15" ასრულებს.