ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა.

28 სექტემბერი, 2020

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ თეიმურაზ ზავრაშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის კახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა თამაზ კალატოზიშვილმა, ქალაქ გურჯაანში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალზე, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
 აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.
საერთაშორისო თანამეგობრობამ 1992-1993 წლების დაპირისპირება,რომლის შედეგადაც საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, რუსეთის მხრიდან ოკუპაციად აღიარა.
 სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

გააზიარე