ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

სოფელ კალაურში,ცენტრალური გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო.

3 სექტემბერი, 2020

 სოფელ კალაურში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, რკინიგზასთან მიმავალი ცენტრალური გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო.  პროექტის ფარგლებში, ჯამში, ასფალტის ახალი საფარი დაიგება 1 800 მეტრამდე სიგრძის გზაზე, ეზოებში შესასვლელებსა და მიერთებებში. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხი. პროექტზე 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.  აღნიშნული გზით მოსახლეობა საჯარო სკოლას, საბავშვო ბაღს და ცენტრალურ მაგისტრალს უკავშირდება.  სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება. გზის რეაბილიტაციას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ''სერპანტინი'' ახორციელებს.  შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი გარდამავალია და ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და ერთი თვის წინ დასრულდა.

 

გააზიარე