ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

კალაურში გზის მოასფალტება მიმდინარეობს

26 ივლისი, 2020

სოფელ კალაურში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, რკინიგზასთან მიმავალი ცენტრალური გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.  პროექტის ფარგლებში ასფალტის ახალი საფარი დაიგება 1 800 მეტრამდე სიგრძის გზაზე, ეზოებში შესასვლელებსა და მიერთებებში. ასევე, მოეწყო სანიაღვრე არხი. პროექტზე 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.  აღნიშნული გზით მოსახლეობა საჯარო სკოლას, საბავშვო ბაღს და ცენტრალურ მაგისტრალს უკავშირდება.  სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება. გზის რეაბილიტაციას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ''სერპანტინი'' ახორციელებს.

გააზიარე