ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანში ატმის მოსავლის აღება და დაბინავება წარმატებით მიმდინარეობს

23 ივლისი, 2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ირაკლი შიოშვილი სოფელ ჩუმლაყში ერთ-ერთ სამაცივრე მეურნეობას ესტუმრნენ, სადაც კიდევ ერთხელ გაეცნენ ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს, რის შემდეგაც ატმის კრეფაშიც მიიღეს მონაწილეობა.  ამ დროისთვის დაკრეფილი ატმისა და ვაშლატამას მოსავლის რაოდენობა 23 000 ტონამდეა, საიდანაც 11 000 ტონაზე მეტია ექსპორტირებული.  მოსავლის დაბინავების პროცესში 21 სამაცივრე მეურნეობაა ჩართული, სადაც დაახლოებით 2000 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის სხვადასხვა რეგიონიდან. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

გააზიარე