გურჯაანის მერიის თანამშრომლებს სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ მერიისა და ა(ა)იპების თანამშრომლებს ვირუსის პრევენციისთვის საჭირო აღჭურვილობა გადასცა. თანამშრომლებს ხელთათმანები, ნიღბები, ქუდები და ბახილები გადაეცათ. როგორც იცით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე რამდენიმე დღის წინ გადავიდა. მერიაში ადგილზე მუშაობენ ის სამსახურები, რომელთა მუშაობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში განსაკუთრებით აუცილებელია.