ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანელი ახალგაზრდები გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარნენ

24 მარტი, 2020

გურჯაანელმა ახალგაზრდებმა, საკუთარი ინიციატივით, საქველმოქმედო კამპანია დაიწყეს, რომლის ფარგლებში ოთხ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს საკვები პროდუქტებით დაეხმარნენ.  ახალგაზრდებმა სოფელ ვაჩნაძიანში, ველისციხეში, სოფელ გურჯაანსა და მელაანში მარტოხელა მოხუცების და შშმ პირის ოჯახი საკვები პროდუქტებით უზრუნველყვეს და ამასთან, კომუნალური გადასახადებიც გადაუხადეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ახალგაზრდებს დღეს, ასეთი საჭირო ინიციატივის განხორციელებისა და თანადგომისთვის

გააზიარე