გურჯაანის საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ხსანარებით დამუშავდა მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის შენობა. შეგახსენებთ, რომ მთავრობის განკარგულების თანახმად, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდეა შეჩერებული. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა გურჯაანის ყველა საბავშვო ბაღს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას, სადეზინფექციო ხსნარებით მარაგდებიან სამარშუტო და კერძო ტაქსების მძღოლები. მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.