ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

განცხადება გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ

9 მარტი, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია გაცნობებთ, რომ დღეიდან ქალაქ გურჯაანში გარევაჭრობა აიკრძალა.

მოვაჭრეები, ახლადგახსნილი აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე აგრძელებენ საქმიანობას, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი და დაცულია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები.

რაც შეეხება, გარე მოვაჭრეების საკუთრებაში არსებული ძველი დახლების გატანას ქალაქის ქუჩებიდან, ეტაპობრივად მოხდება და უახლოეს დღეებში დასრულდება.

ძველი დახლების გატანის შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, სრულად მოაწესრიგებენ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას, წმ. ნინოსა და სანაპიროს ქუჩებს, ხოლო ბაზრის მიმდებარე ე.წ. "ახტლის ხევის" გაწმენდითი სამუშაოები, ტენდერის ფარგლებში განხორციელდება, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

მერიამ, ქ. გურჯაანში, გარემოვაჭრეების ბაზრის ტერიტორიაზე განთვასების შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გადაჭრა:
1. გათავისუფლდა და მოძრაობა მოწესრიგდა ლაგოდეხი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, რომლის სავალი გზის ნაწილიც გარემოვაჭრეებს ჰქონდათ დაკავებული და ავტომანქანების მოძრაობას აფერხებდა;
2. დასუფთავდება და მოწესრიგდება საფეხმავლო ბილიკები, შესაბამისად მოქალაქეებისთვის ტროტუარებით სარგებლობის შესაძლებლობა თავისუფლად იქნება.

გააზიარე