ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ბაკურციხეში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

4 თებერვალი, 2020

სოფელ ბაკურციხეში, ე.წ. "ხევისუბანში", წყლის ჭაბურღილს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.  ახალი ჭაბურღილიდან სასმელი წყლით ორი დიდი უბანი მომარგადება, რომელთა წყალმომარაგება ამდრომდე გრაფიკით ხორციელდება.  სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს "უნივერსალ სერვისი" აწარმოებს.  ბაკურციხეში ჭაბურღილის მოწყობა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება.  აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის არა ერთი პროექტი განხორციელდება. მოეწყობა 7 ახალი ჭაბურღილი, სამ სოფელში კი სრულად რეაბილიტირდება წყლის სათავე ნაგებობა და წყალმომარაგების ქსელი

 

გააზიარე