ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის აგრარული ბაზარი არჩილ ხანდამაშვილმა მოინახულა

27 თებერვალი, 2020

დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განახლებული აგრარული ბაზარი დაათვალიერა, რომელიც 1 მარტს დაიწყებს ფუნქციონირებას. არჩილ ხანდამაშვილი იმ მოვაჭრეებსაც შეხვდა, რომლებიც განახლებულ ბაზარში გააგრძელებენ საქმიანობას.  გურჯაანის ახალი აგრარული ბაზარი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება მოწყობილი, სადაც დაცული იქნება სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტები და ნორმები, რაც პირველ რიგში საზოგადოების მაღალ ინტერესს წარმოადგენდა.  აღსანიშნავია, რომ ბაზრის გახსნისთანვე ქალაქ გურჯაანში აიკრძალება გარე ვაჭრობა და გარემოვაჭრეებიც ბაზრის ტერიტორიაზე განთავსდებიან.  შეგახსენებთ, რომ გურჯაანის აგრარული ბაზრის მშენებლობა გასული წლის ზაფხულში დაიწყო.

გააზიარე