გურჯაანში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარეობს
ქალაქ გურჯაანში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარეობს! ცხოველთა თავშესაფარი აღჭურვილი იქნება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. თავშესაფრის ფუნქციებში ასევე, შევა :ცოფის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები, სტერილიზაცია/კასტრაციის მეთოდით პოპულაციის მართვა, ცხოველის პატრონის დადგენა ან ახალი პატრონის მოძიება, ცხოველთა დაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება და სხვა. ცხოველთა თავშესაფარი, რომლის მშენებლობასაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, ქალაქ გურჯაანში, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით განთავსდება და კახეთის რვავე მუნიციპალიტეტს მოემსახურება. თავშესაფრის მშენებლობაზე 1 800 000 ლარი დაიხარჯება, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება.